თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა მის აღმოფხვრას გარკვეული დრო სჭირდება.
კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით რამდენ ხანში აღდგება აღნიშნული ორი მეტროსადგურის მუშაობა.











