თბილისის ვიცე მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც ამ წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ფასეული კადრია ჩვენთვის, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ხმალაძე 2013 წლიდან 2017 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო.











