პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.
„ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი“, – განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.
შეგახსენებთ, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფომაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც რეცეპტით გასაცემ პრეპარატს წარმოადგენს.











