თბილისში, თოიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხელყუმბარა აღმოაჩინეს და ახლა განაღმვითი სამუშაო მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.











