fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება

12:27 March 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა
თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება,  ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო თერჯოლაში განახორციელებს. დღეს ქალაქ თერჯოლაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სოსო გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ კოხრეიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი.
მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. თერჯოლის ფილიალი მეხუთე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები, ხოლო წყალტუბოსა და სამტრედიაში მიმდინარე წელს გაიხსნება. იგეგმება, აგრეთვე ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობაც.
თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება. სამშენებლო პროექტი უკვე მზადაა, შერჩეულია მიწის ნაკვეთიც. იუსტიციის სახლის ფილიალი ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება.
სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღეისათვის საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, ერთზე – ტენდერია გამოცხადებული, დანარჩენ 6 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 25 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
თერჯოლის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
თეგები: თერჯოლა

დაკავშირებული სტატიები

სიახლე

თერჯოლაში მამამ არასრულწლოვანი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

May 27, 2021
794
საზოგადოება

სოფელ ეწრის სკოლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

November 27, 2020
1k
რეგიონები

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა

October 21, 2020
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია