თეთრი სახლის პრესმდივანმა კაპიტოლიუმის შენობის შტურმი დაგმო. ამის შესახებ კეილი მაკენანიმ თეთრ სახლში გამართულ მოკლე ბრიფინგზე განაცხადა.
მან მთელი თეთრი სახლის სახელით ისაუბრა და ძალადობას საძაგელი, დასაგმობი და ამერიკული ჩვეულებისთვის შეუფერებელი უწოდა.
თეთრი სახლის პრესმდივანს მედიის კითხვებზე არ უაპასუხია.
დონალდ ტრამპი საზოგადოებაში არ ჩანს, მისი ანგარიშები სოციალურ ქსელში კი დაბლოკილია.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











