ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია. FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა ფარდობა ასეთია: ბაიდენის 264 ხმა ტრამპის 214 ხმის წინააღმდეგ.
თითოეული ხმა უნდა დაითვალონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი წერს.
ხმების დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შედეგები არჩევნებისთვის გადამწყვეტი იქნება.
ყველაზე გვიან შედეგებს პენსილვანიაში გაიგებენ, სადაც კანონით ფოსტით ხმების მიღება 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











