“ნუ გვამადლით სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტას. თქვენ, რომ ჩვენთვის უფლებამოსილება შეგეწყვიტათ, კითხვის ქვეშ თქვენი უფლებამოსილება დგებოდა” – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„თქვენ ამბობთ, რომ თურმე პარლამენტის სავარძლებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების საფუძველზე ვზივართ, თითქოს ეს თქვენი წყალობაა და ამას გვამადლით. მერწმუნეთ, თქვენ რომ ჩვენთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეგეწყვიტათ, მაშინ დადგებოდა კითხვის ნიშანი თქვენი უფლებამოსილების მიმართ, რადგან პარლამენტში 2/3 არ გეყოლებოდათ და პარლამენტი უფლებამოსილი არ იქნებოდა. ამიტომ ამას ნუ გვამადლით!“, – მიმართა ბეჟაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს.










