“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსი” არ შევა.
ინაშვილმა “ცუდი სცენარის” განვითარების შემთხვევაში საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნდება.
“თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ”, – თქვა ირმა ინაშვილმა.
„წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და მივიდეთ შეთანხმებამდე” – ირმა ინაშვილი











