თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასდროს მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს.
„ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი რუსთაველზე, იმიტომ ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, რომ მიმაჩნდა, პრეზიდენტს, რომელმაც ომი წააგო, უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია. ვთვლი, რომ სააკაშვილი არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ვამბობ, თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.











