თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ინფორმაციას aa.com-ი ავრცელებს.
„რაც სომხეთმა გააკეთა, მიუღებელია. აზერბაიჯანის არმიამ გააკეთა ის, რაც აუცილებელი იყო და მოიგერია ეს თავდასხმები. აქედან ჩანს, რომ კონფლიქტის ახალი კერების შექმნით, სომხეთს სხვა ტერიტორიებზე სურს ყურადღების გადატანა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებიდან რომლებიც ოკუპირებული აქვს. რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანული მხარეს, ჩვენ მათ მხარეს ვიდგებით“,- განცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











