თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას TASS-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ბიძგები თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა.
იხილეთ ვიდეო: თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა










