ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აპარატის უფროსს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტრამპი პენსს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ტრამპის თქმით, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მას სითამამე არ ეყო.
შეგახსენებთ, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.











