fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას – დავით მათიკაშვილი

14:29 March 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
834
ნახვა

არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ეთერში გავიდა კონკრეტული სიუჟეტი. იყო ტელევიზიის განცხადება, რომ არ იცოდნენ აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყარო, თარიღი, მისი კანონიერება და ა.შ. რამდენადაც ვიცით, აღიძრა საქმე, რომ დადგინდეს კანონიერია თუ არა ჩანაწერი. საზოგადოების მხრიდან კითხვები არსებობს და ცხადია, ტელევიზიამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს ყოველგვარი აჟიოტაჟის მოწყობისა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის გარეშე. არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რაზეც პასუხი ყველას აინტერესებს, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ყველა დაინტერესებული მხარის სურვილი უნდა იყოს. არ არის კარგი, როცა ყველა თემაზე პროვოკაციულ ტონალობაში, სპეკულაცია ხდება. ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით? არ შეიძლება, ყველაფერი იყოს პროვოკაციებისა და სპეკულაციების საგანი“, – განაცხადა მათიკაშილმა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესებით ტარდება.

„არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, სამწუხაროდ, რაღაც მსგავს ნიშნებს ვხედავთ. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ასეთი რამე. აქ საუბარია თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა პირებს შორის, მათ შორის ტელევიზიებს შორის. პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა და საზოგადოებას რაღაც ინფორმაციას აწვდის, ჩემი აზრით, ცრუს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადასტურებული იყოს, ამისთვის ტარდება გამოძიება. ასე ხდება ნებისმიერ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. გამოძიება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა აუცილებელია. ფლეშკაზე თუ რაღაც კონვერტზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის ეტაპზე გამოიკვეთება და მისაღები იქნება ორივე მხარისთვის ის ფორმები, რითაც ხდება ინფორმაციის გადაცემა. იმ სივრციდან ნუ გავალთ, რასაც სამართლებრივი საკითხები ჰქვია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თეგები: დავით მათიკაშვილიფარული ჩანაწერები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ – დავით მათიკაშვილი

December 2, 2021
830
პოლიტიკა

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს – დავით მათიკაშვილი

November 24, 2021
829
პოლიტიკა

„კურორტზე გადაყვანა“ არ უთქვამს ექს-პრეზიდენტის პირად ექიმს, თუმცა შთაბეჭდილება დარჩა, რომ სააკაშვილის კურორტზე გადაყვანას ითხოვდა – მათიკაშვილი

November 21, 2021
912

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია