უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარაში 17:00 საათისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 24.1-მა პროცენტმა მიიღო, რაც რაოდენობრივად 58 793 ამომრჩეველია.
ბათუმის საარჩევნო ოლქში საკუთარი 28 643-მა ამომრჩეველმა გამოხატა, რაც საერთო რაოდენობის 19,46 პროცენტია, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აქტივობამ 31 პროცენტს გადააჭარბა, არჩევანი 30 150-მა ამომრჩეველმა გააკეთა.











