იგივეა, ერთმა ფეხბურთის გუნდმა უთხრას მეორეს, რომ ყველაზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელები გაიყვანოს თამაშიდან. მივაწეროთ ეს საახალწლო განწყობას ბატონი ვაშაძის ან ვინმე სხვის, ვინც ასეთი აზრების გამოთქმას აპირებს და დავკავდეთ სერიოზული საქმეებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„პოლიტიკოსებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არ გამოჩნდნენ იმაზე კომიკურები, ვიდრე სინამდვილეში არიან. ნებისმიერი მოწოდება სხვა პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომ აღარ იყოს ჩართული პოლიტიკაში, არ მგონია, რამეს მატებდეს ამ სიტყვიების წარმომთქმელს. ყოველ შემთხვევაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს და არც მომავალში არავის ეტყვის, რომ დატოვს პოლიტიკური სივრცე მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიპოვა 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ სიტყვების წარმომთქმელმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილი არის მართლაც უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ ამ ტიპის მიმართვები ერთი მხრივ, მეტყველებს ასეთი განცხადებების გამომთქმელების არასერიოზულობაზე და მეორე მხრივ, არანაიარად არ უწყობს ხელს ერთიანობის იმ სულისკვეთებას, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ცდილობს ყველანაირად, რომ შეინარჩუნოს“,- განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება.











