წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილების ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყონ.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„წითელი ჯვრის“ განცხადებით, ამ დრომდე მხარეებთან გაცვლის პროცესის დასაწყებად შეთანხმება არ არის მიღწეული.
„ამ დრომდე ჩვენ მხარეებთან ინტენსიურად განვიხილავთ საკითხს, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული რამე არსებითი შეთანხმება, რაც ჩვენ გასვლის პროცესის დაწყების საშუალებას მოგვცემდა. ვიმედოვნებთ, რომ პირობები დაკმაყოფილდება, რათა მომავალში ამგვარი ოპერაციის განხორციელება შევძლოთ“, – განაცხადა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, მარტინ შუეპმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.











