„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ბათუმში, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2-ის ეთერში „კურიერის” ეთერში თავად ისაუბრა.
„ბათუმში მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები და ვიბრძოლებ” – აცხადებს იაგო ხვიჩია.
სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციიდან მხოლოდ იაგო ხვიჩია არ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში” თბილისის ექვსი ოლქის გარდა, ქვეყნის თითოეულ ოლქში კანდიდატის წარდგენას აანონსებენ.











