„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ორგანიზაცია“(UNWTO) კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის აღდგენას ხელმძღვანელობს.
„გაეროს“ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შესაძლოა, ტურიზმი პანდემიის დაძლევის პლატფორმა გახდეს. ამის შესახებ traveldailymedia იუწყება.
„მოგზაურობა შემცირდა, შიში გაიზარდა და მომავალი კი გაურკვეველია. ტურიზმი 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარი საყრდენია. მრავალი ადამიანის საარსებო წყარო ტურიზმზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვა დიდწილად ტურისტულ სექტორს ეყრდნობა“,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
როგორც გუტერეშა აღნიშნა, ტურიზმი, შესაძლოა, პანდემიის დაძლევის პლატფორმა გახდეს. მისი თქმით, ხალხის გაერთიანების გზით, ტურიზმმა შეიძლება ხელი შეუწყოს სოლიდარობასა და ნდობას, რაც გლობალური თანამშრომლობის წინსვლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ეს ყველაფერი კი ამ დროს ძალიან აუციელებელია.
„UNWTO ამ საქმის ერთგულია. ტურიზმის სექტორში ჩართულ ყველა ადამიანს ვურჩევ გამოიკვლიონ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალთ. უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად უნდა შევასრულოთ დაპირება – არავინ დავტოვოთ უკან, მარტოდ“,- აღნიშნა მან.











