„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის გამოკითხვა პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავთანდილ წერეთელი უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
გამოკითხვა ეხებოდა ლისზე მომხდარ ფაქტს, ავთანდილ წერეთლის თქმით, მასთან ორი უცნობი პირი მივიდა და დაემუქრა.
პოლიციაში ოქმის შესადგენად იმყოფებოდა ვატო წერეთელიც.











