ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე, „ტვ პირველის“ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.
მშვენიერაძემ განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება, განჩინება, რომელიც მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს აქვს მიღებული, საკუთარი შინაარსით ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნასთან და არღვევს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მათ შორის, გულისხმობს ინფორმაციის მიღების და კონფიდენციალური წყაროს არგათქმის უფლებას. შესაბამისად, ეს განჩინება გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში თბილისის საპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა მშვენიერაძემ “ინტერპრესნიუსთან”.











