იმ უბანზე გუდაურში, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა, კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ დღეს, ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
„აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება, გუდაურის სპეციალურად შექმნილ უბანს, სადაც 19 ამომრჩეველია გადასატანი საარჩევნო ყუთი უკვე ემსახურება,“ – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, შატილში უბანი უამინდობის გამო კვლავ ვერ იხსენბა.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების მეორე ტურისთვის 2 მილიონ 140 210-ია. ხოლო ამომრჩევლებს 1914 უბანი ემსახურება და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი.











