უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ ლუცკში გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევალი გამოიყვანა.
მძევლების გათავისუფლების ამსახველი კადრები უკრაინის შსს მინისტრმა არსენ ავაკოვიცმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
Коваль забрал трех заложников pic.twitter.com/t0WA6OLEbi
— Arsen Avakov (@AvakovArsen) July 21, 2020
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
მამაკაცი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.











