უკრაინის ელჩი, ივან კულება სომხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ინფორმაციას apa.az ავრცელებს.
კულება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ უკრაინის ელჩს წარუდგინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა.











