უმანდატო ხალხის დაკრულზე ცეკვავევნ. ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, უმანდატო ხალხი მიდიან, პარლამენტში რომ ვერ მოხვდა, სხვებს უხევენ მანდატებს და ეს ხალხიც მიყვება როგორც ფარა, – ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან მანდატებს ხევენ. თუ შევთანხმდით, ხო უნდა მოვაწეროთ ხელი, ხელს თუ მოაწერ, პარლამენტში ხო უნდა შეხვიდე და ვის ატყუებენ, ჩვენ გვეყო გამბედაობა და ვთქვით, გვინდა შეთანხმებაზე ხელმოწერა და ამის შემდეგ პარლამენტში შესვლა,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.











