უნგრეთმა საყოველთაო მოხმარებისთვის კორონავირუსის 2 ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყანამ გამოყენებისთვის ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა და AstraZeneca დაამტკიცა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უნგრეთში კორონავირუსის 580,642 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 18,451 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 373,666-ს შეადგენს.











