„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რიგგარეშე სესიამდე, ხვალ კომიტეტის სხდომაზე პირველ რიგში „პატრიოტთა ალიანსის“ მხოლოდ 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა.
„ჩვენზე ადრე განცხადებები სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შეიტანეს. განცხადება ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მე, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს შევიტანეთ. ძალიან უცნაურია და ამავდროულად არის უკანონობაც, გამოყო მაინცდამაინც 3 დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ პლენარულ სხდომაზე. ყველა ასეთი განცხადებები ერთად უნდა განეხილათ.
ჩვენი სიის შემადგენლობის ბიზნეს ნაწილი არცერთი არ არის პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს – თუ შევა ამ პარლამენტში ბატონი ფრიდონი, პარტიის დატოვება მოუწევს. თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენს პარტიაში დარჩება“, – განაცხადა ინაშვილმა.











