პარტია „მოქალაქებიის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ვერსიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ვერ მიხვდა, რაზე კამათობდნენ ისინი.
„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმას, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას შორის, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ვერ ვხედავ.
მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ, ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი და დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











