fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვგმობთ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას პარტიების მხრიდან – „ქალთა მოძრაობა“

23:37 April 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
995
ნახვა

„ქალთა მოძრაობა“ და ქალთა ორგანიზაციები გმობენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას სქესობრივ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მიმართ. „პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი“, – აცხადებენ ისინი.

20-ზე მეტმა პარტიამ, მათ შორის ენმ-მ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და სხვებმა, 22 აპრილს გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. პარტიებმა განაცხადეს, რომ საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტი ნათლად ჩანს.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე“.

საპასუხო განცხადებაში უფლებადამცველი ორგანიზაციემი მიუთითებენ, რომ „138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით“.

„პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება“, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით“, – აცხადებს „ქალთა მოძრაობა“.

დღეს საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ 2019-2021 წლებში  აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება,  სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

ქალთა მოძრაობა ასევე აცხადებს:

„პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალდობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას, შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელის შემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს.

არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ 138-ე და სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, როგორც წესი, გამოიყენება პატიმრობა საქართველოში და სასურველია გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა ასეთ დანაშაულებზე, არათუ შემსუბუქდეს და გაგრძელდეს სექსუალური მოძალადეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე, ცდილობენ რა პარტიები გამოიყვანონ ეს საქმე პოლიტიკურ დევნად, ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს „დანაშაულის პროვოცირებას“, რაც არის სრულიად მიუღებელი და არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს სხვა პირის დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად, რომელიც უნდა ხდებოდეს, როგორც წესი, ადამიანის ფსიქიკაზე აქტიური ზემოქმედებით და არა უბრალოდ პირობების შექმნით; ყველაზე ხშირად დანაშაულის პროვოკაცია გვხვდება კომერციული მოსყიდვის, ნარკოტიკული დანაშულების და ქრთამის მიცემის ან აღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციული საქმიანობა თეორიულად შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად, ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა მოხდეს სექსუალური ძალადობის დანაშაულის პროვოცირება. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ სექსუალური ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს ქალმა.

განსაკუთრებით უადგილოა დანაშაულის პროვოცირებაზე საუბარი ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც გოგი წულაია თავად დაუკავშირდა მსხვერპლს, თავად შესთავაზა საქმიანი ვიზიტი თბილისში, თავად დაიქირავა ბინა, სადაც განახორციელა ძალადობა. მსხვერპლის მიერ თვითდახმარების რეჟიმში განხორციელებული ფარული ჩანაწერით (რომლის ნაწილი ასევე საჯაროდ გაშუქდა მედიით) თავად გოგი წულაიაც ადასტურებს, რომ სწორედ მის მიერ ხდებოდა სქესობრივი კონტაქტის შეთავაზება, რაზეც არაერთხელ მიიღო ქალის უარი და ამის შემდეგ გოგი წულაია გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, რის შედეგადაც როგორც მოძალადემ, ისე მსხვერპლმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. ამდენად, აშკარაა, რომ მსხვერპლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან ამ პროცესში განხორციელებული ყველა აქტივობის ინიციატორი თავად ბრალდებული იყო.

აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა არის განპირობებული პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს. პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა კი წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალდეების მხარდაჭერას“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ:
– პოლიტიკურ პარტიებს, გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან;
– მედიებს, თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებად“ შერაცხვისაგან.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

ქალთა მოძრაობა

„საფარი“

„ქალები საქართველოდან“

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“

თეგები: გოგი წულაია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

 გოგი წულაიამ საარჩევნო სია წარადგინა

September 7, 2021
783
მთავარი ამბავი

ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო, გოგი წულაია ითხოვს ამნისტია შეეხოს მათ, ვინც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს

August 30, 2021
867
მთავარი ამბავი

გოგი წულაია ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

July 3, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია