“ვგრძნობ, ვიღაც შევა პარლამენტში. ძალიან ძნელია უთხრა ხალხს, რომ მე ახლა შევდივარ პარლამენტში”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი, აჭარის მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”
“თქვენ წაროიდგინეთ მე ამას ვგრძნობ, მაგრამ რამდენად ისინი, გადაწყვეტენ და გაბედავენ შესვლას, ეს მეორე საკითხია. ძალიან მძიმე ტვირთია, შეხედო შენს მოსახლეობას თვალებში და უთხრა – მე ახლა შევდივარ. მე კი ვგრძნობ რაღაცეებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამის გაკეთებას და გაბედავენ მე ვერ გეტყვით . ძალიან რთულია ახლა გაყალბებულ პარლამენტში შესვლა,”-აცხადებს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა. ორივე მხარე აცხადებს, რომ კომპრომისზე მიდის, თუმცა მეოთხე რაუნდი მაინც შედგება ხვალ.
რა გავიგეთ ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ











