“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილს ოპოზიციამ ბევრი მოითმინა და ის და ყველა, ვინც მასთან ერთადაა გაერთიანებული ოპოზიციისგან უნდა განიკვეთოს.
“ზედმეტი მოუთმინა ოპოზიციამ ალეკო ელისაშვილს, მისი ადგილი არ არის ოპოზიციაში, ის არ არის ოპოზიციონერი, ამიტომ არანაირი მისი წინადადება არ მაინტერესებს. ვინც მასთან ერთად იქნება, გირჩის ცალკეული წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, ასევე უნდა განიკვეთოს ოპოზიციისაგან. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, ოპოზიციას ოპოზიციის, ხელისუფლების მიერ ნაყიდი, მოსყიდული ან პარლამენტში შესვლის გამო ნებისმიერი ნაბიჯის გადამდგმელი ადამიანებისათვის ასევე უნდა იყოს თავისი სახელი დარქმეული.”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველთან”.
VIDEO: ალეკო ვარ ელისაშვილი.. არაფერი შეგეშალოს – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში











