„მე არავის არ ვუპირისპირდები, ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ და ვისაც არ აქვს იმის უნარი რომ თავი შეიკავოს, მე მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში,” – ასე პასუხობს „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძე-ბოკერიას პოლიტიკურ გვამს უწოდებს და პროცესებიდან მათ ჩამოშორებას ითხოვს.
„წინა პლანზე გამოსულები არიან რუსული ვექტორის ბურჯანაძე და ბოკერია, რომელთაც საერთოდ მანდატი ხელში არ ეჭირათ. ესენი არიან პოლიტიკური გვამები და ამათი პროცესი არის საკუთარი თავების გაცოცხლება. ჩვენი პროცესი, ხალხთან ერთად არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომ საქართველოში არ იყოს პოლიტპატიმარი და რომ იყოს დასავლური ვექტორი.
შეიძლება, რომ გავრილოვის ინციდენტს ვებრძოდეთ და გავრილოვნა, საკანონმდებლო ორგანოში ხომ გვისხედან და მეორე გავრილოვნა გარეთ იდგეს მიკროფონთან და ის ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











