რუსი ჟურნალისტი სასტუმრო „ვინოტელიდან მძაფრი საპროტესტო აქციის ფონზე გავიდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებს.
ცნობილი ხდება, რომ ჟურნალისტის სტუმრობის და მისთვის ვახშმით გამასპინძლების გამო დაჯარიმდა სასტუმრო.
ბოლო ინფორმაციით დაჯარიმდნენ თავად პოზნერი და მისი თანმხლები პირებიც.
არსებული ინფორმაციით, პოზნერი საქართველოში საკუთარი დაბადეის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მისი იუბილე 1 აპრილსაა.
საპროტესტო აქცია რუსი ჟურნალისტი ანტიქართულმა გამონათქვამებმა გამოიწვია.











