არ დავმალავ, რომ ვფიქრობ საბურთალოზე საკუთარი კანდიდატურა დავაყენო – ამბობს „სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი.
„გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ, არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის სხვა ოლქებშიც დავაყენოთ კანდიდატები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
„მე დამოუკიდებლად მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ უნდა დააყენონ, თუ უნდათ ნუ დააყენებენ“, – აღნიშნა ელისაშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით.











