ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება.










