WHO-მ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატი „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების შესახებ ცდები შეაჩერა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, „კვლევებმა აჩვენა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ვერ ამცირებს“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა.
ასევე შეგახსენებთ, რომ WHO მიესალმება ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველად შედეგებს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „დექსამეტაზონი“ ეფექტურია.











