უკრაინის პოლიციამ მოამზადა ადმინისტრაციული პროტოკოლი, კარანტინის წესების დარღვევისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკისა და მის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე.
საუბარია, უკრაინის პრეზიდენტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი იერმაკისა და მთავარი სანიტარული ექიმის ვიქტორ ლიასკოსზე. ისინი 5 ივნისს, ერთ-ერთ დახურულ კაფეში ყავის დასალევად იმყოფებოდნენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიუხედავად კარანტინის შეზღუდვებისა, დაწესებულების მფლობელმა მუშაობა განაახლა. პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული მასალების კაფის მფლობელზეც და ვიზიტორებზეც.
გამოქვეყნებულ ფოტოზე, ჩანს რომ ზელენსკის და იქ მყოფ თანმხლებ პირებს პირბადე არ უკეთიათ. ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოაქვეყნეს.
უკრაინაში საკარანტინო წესების დარღვევისთვის ჯარიმა 17 ათასი გრივნაა (630 დოლარზე მეტი). თავად ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ჯარიმა გადაიხადოს, თუ ეს დარღვევად ჩაეთვლება.
Президент Володимир Зеленський прогулявся центральною частиною міста Хмельницького та скуштував кави в місцевій…
Posted by Офіс Президента України on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020











