ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი, მძელველბის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი აცხადებს.
„შენობაში, ერთ ოთახში 19 კაცი ვიმყოფებით. იგი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, ყუმბარებით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ ყველანაირი ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.
გამტაცებელი ითხოვს 500 ათას დოლარს და აუცილებლად სწრაფად უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია“, – აცხადებს მძევალი.











