ზუგდიდის ბაზარში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ადგილობრივი მერია ამ ეტაპზე მის დახურვას არ გეგმავს.
მათივე თქმით, ისინი კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურთან. ამ დროსთვის დახურულია ყველის სექცია, სადაც მომუშავე პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ ობიექტებზე აგრძელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. აგრარულ ბაზარს დეზინფექცია არაერთხელ ჩუტარდა. სამუშაობი ჩატარდება დღეს სააღამოსაც. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ცენტრალური ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია. ბაზარში გამკაცრებულია კონტროლი და მიღებულია ყველა შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კორონავირუსის პრევენცია”, – ამბობენ მერიაში.
ბაზარი პანდემიის პირობებში, მიმდინარე წლის 6 აპრილს ერთხელ უკვე დაიხურა.
ბოლო 24 საათში ზუგდიდში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ზუგდიდის ერთი მაცხოვრებელი კი თერჯოლის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. მისი ოჯახის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: თეა შონია











