ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ტაძრებში საშობაო წირვა-ლოცვა რეკომენდაციების გათვალისწინებით საღამოს გაიმართება.
ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა და მოსახლეობას ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
ზუგდიდელი მიტროპოლიტის თქმით, მან არ იცის გალობდა თუ არა თამრიკო ჭოხონელიძე შობის ღამეს ეკლესიაში და არც ის იცის, თუ რა მიზეზით აუკრძალეს გალობა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა შეიზღუდა.
ავტორი:თეა შონია











