ცოტა ხნის წინ „გირჩი ტვ“ დაჰაკეს - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს – სრულად პარალიზებულია. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით როგორც კი გავერკვევით რა ხდება“, – ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰაკერული თავდასხმა მათ ვებ-გვერდზეც განხორციელდა.











