ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ზურაბ ზვიადაური გუშინ ღამით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.
ზურაბ ზვიადაურს ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მისი მდგომარეობა სტაბილურია.











