ვაქცინას LIVE-ში გავიკეთებ, ოღონდ მის უსაფრთხოებაში უნდა დავრწმუნდე, – ამის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
„მე გავიკეთებ ვაქცინას, მაშინ, როცა იქნება ამის საშუალება და რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ ლაივში, ამის პირობას გაძლევთ, თუ გნებავთ, პირდაპირ თქვენს ეთერში ჩართოთ.
ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მე ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს და მეორე, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და მესამე, უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური. ეს სამი კომპონენტი თუ იქნება, გიორგი ფხაკაძე ვაქცინას გაიკეთებს,“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.