კორონავირუსი ვაქცინირებულების დაავადება აღარ არის,- ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმრავლესობა, რომელთაც ხელოვნური სუნთქვის აპარატების დასჭირდათ, არავაქცინირებულია.
ენდრიუ პოლარდი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გამო ათასობით ადამიანი ინფიცირდება, სრულად აცრილი ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს.
„ზოგადად, კორონავირუსი აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. როგორც წესი, ვაქცინები ზღუდავს მის სულისშემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა“, – აღნიშნავს ის.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები: