“ღამის კურიერის” ეთერში განახლებული P.S.-ის წამყვანი გურამ როგავა იმ ემოციებზე საუბრობს, რომელიც ჰქონდა როდესაც შეიტყო, რომ გადაცემა სწორედ მას უნდა წაეყვანა.
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა, რადგან მაშინ ის ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი. დღეს ეს პატივი ჩემთვის ასოცირდება, პირველ რიგში, უდიდეს სტრესთან. როცა პირველად თაკო ფხაკაძემ მითხრა, რომ გადაწყვეტილია, შენ უნდა გახდე ამ გადაცემის წამყვანი, რაც ვიგრძენი იყო შიში და ვიფიქრე, რამდენად შევძლებ ამ ყველაფერს.
მერე დავინახე ადამიანები, რომლებმაც მითხრეს, რომ ნუ გეშინია, ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. მერე კიკალამ დამირეკა ავსტრიიდან და მითხრა, რომ ჩვენ ერთად ამას გავაკეთებთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ეს გაერთიანება მოგვცემს შედეგს. ჩვენი ახალი ფორმატი შესაძლოა გახდეს ბიძგი სხვებისთვის, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვბაძონ,”- განაცხადა გურამ როგავამ.