კორონავირუსის 27 398 აქტიური შემთხვევიდან 1347 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მართვით სუნთქვაზე 350 პირი იმყოფება.
“ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 047.
მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.











