1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3028 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0605 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









