1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8267 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









