1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3190 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3252 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9977 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









