fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

10 ათასი მოზარდი სკოლის გარეშეა დარჩენილი – ანა დოლიძე

16:58 აპრილი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

„მოლაპარაკების რაუნდებით ხელისუფლება კომფორტის ზონას იქმნის და ასე ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც დღეს ხალხს აწუხებს.  ასე, რაუნდების თემებით იფარება 10 ათასი მოზარდის პრობლემასაც, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი და რომელთა არსებობაც განათლების სამინისტრომ მხოლოდ ერთი თვის წინ აღიარა,“ – ასე გამოეხმაურა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე IRI-ის კვლევაში განათლების  პრობლემის ათეულში, ეკონომიკური პრობლემების და კორონავირუსის შემდეგ დასახელებას.

„IRI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემებისა და კორონავირუსის შემდეგ, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს. ეს პრობლემა სრულიად გასაგებია. დღეს საქართველოს 10 ათასი სკოლის მიღმაა დარჩენილი მოზარდი და 75 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, განათლების ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე რომ აღარ ვისაუბრო. არადა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ  საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის, მაგრამ ეს სიგნალი არ იყო ჩვენი განათლების სამინისტროსთვის. ისინი ახლა გვპირდებიან, რომ დაიწყებენ მოზარდების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების დასაცავად გეგმის შემუშავებას. რამდენი წელში დაასრულებენ და შემდეგ რამდენ ხანში დანერგავენ არავინ იცის. არადა, ყოველწლიურად ჩვენი გადასახადებიდან ეს სამინისტრო ასობით მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენ ბავშვს დააფინანსებდა ის ავტოპარკი და შავი ჯიპები, რომლითაც ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დადიან?“ – აცხადებს ანა დოლიძე.

„ხალხისთვის“ ლიდერის ინფორმაციით, სკოლის მიღმაა დარჩენილი მოზარდების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ რამდენიმე თვის წინ გამოითხოვა და 21 იანვარს  სამინისტრომ ოფიციალურად უპასუხა: „არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვინაიდან, აღნიშნული საკითხი უკავშირდება მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემას, მის მიგრაციას და ინფორმაციას განათლების მიღებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.

„ანუ,  რა გამოდის, სამინისტრო, ფაქტობრივად, თვენახევარში, ანუ ჩვენი წერილის მიღების შემდეგ, დაინტერესდა ამ საკითხით, მოაგვარა მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემა და სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების აღრიცხვა მარტში შეძლო, თუ უბრალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გულგრილობასთან და ინფორმაციის დამალვასთან გვაქვს საქმე? ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გვიკვირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან და სახელმწიფო ამ დრომდე მათი ბედით არც დაინტერესებულა,“ – აღნიშნავს ანა დოლიძე.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია